ჰოლდინგი გლობალმედის საკუთრება 2015 წ
  • მოგესალმებით ჩვენს კლინიკაში

    საუკეთესო კლინიკა პატარა პაციენტებისთვის

    თანამედროვე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი პედიატრიული კლინიკა გთავაზობთ ბავშვთა და მოზარდთა ამბულატორიულ, გადაუდებელ და სტაციონარულ სამედიცინო დახმარებას. მისამართი: ვაკე, ყიფშიძის 3 ბ. ტელ 2240303 ან 2305005

    კლინიკის ვიდეო

    კლინიკის შესახებ

    სრული პედიატრიული სერვისი:

    სტაციონარი, ემერჯენსი და ამბულატორია. დიაგნოსტიკური, ქირურგიული, ყელყურის, თერაპიული, ვაქცინაციის და იმუნიზაციის განყოფილებები. კლინიკა ჩართულია საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში. პაციენტებისთვის გადაუდებელი დახმარება უფასოა

    კლინიკაში გამოკვლევები ტარდება მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ულტრასონოგრაფიის (ექოსკოპიის) აპარატით Siemens S2000. აპარატი არის ექსპერტული კლასის, 2D, 3D, 4D ფუნქციებით, აქვს ელასტოგრაფია და CT. ჩვენი სპეციალისტები სპეციალურ კურსებს გადიან ამ აპარატურაზე სამუშაოდ გერმანიის კლინიკებში

    მეტი ინფორმაცია

    ჩვენი ექიმები

    კლინიკის სამედიცინო დირექტორი

    პროფესორი ქეთევან ნემსაძე


    ემერჯენსის განყოფილება და სტაციონარი

    ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელი დავით ფერაძე. ექიმები: ია გოგებაშვილი, ქეთი ბაგრატიონი, ბესო მაჭარაშვილი, ნოზაძე ნაია, აბესაძე მზია.


    ამბულატორია

    პედიატრი ქეთი ბაგრატიონი, ნევროლოგი ნინო ღლონტი, პედიატრი მაია დათუაშვილი, იმუნოლოგი დევნოსაძე მანანა, გასტროენტეროლოგი ხათუნა ჯგუშია, ფსიქოლოგი ქეთევან ინასარიძე, დერმატოლოგი ლიკა დათაშვილი, ალერგოლოგი ქეთი ომიაძე, პულმონოლოგი პროფესორი ნანა ცხაკაია, ნეფროლოგი ნანა კვირკველია


    ოტოლარინგოლოგიური განყოფილება

    პროფესორი ქეთევან გოცაძე, ქირურგი ოტოლარინგოლოგი როინ გაბეჩავა


    ქირურგიული განყოფილება

    ირაკლი სულავა, სოსო სვანაძე.


    სტაციონარი

    სტაციონარში კომფორტული პალატები, სრული სამედიცინო სერვისი მედიკამენტების ჩათვლით, სამჯერადი კვება ღირს 44 ლარი, სოციალურად დაუცველთათვის უფასოა

  • საზღვარგარეთ მკურნალობა

    საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი გთავაზობთ:

    მკურნალობას საზღვარგარეთ მსოფლიოს ნებისმიერ სერთიფიცირებულ კლინიკაში, დიაგნოზის დასმას ან დაზუსტებას გერმანიის, ისრაელის თურქეთის კლინიკების პროფესორების და ექიმთა კონსილიუმის მიერ დისტანციურად, საქართველოდან გაუსვლელად, ვიდეოხიდებს და ტელეხიდებს წამყვან უცხოელ ექიმებთან კონსულტაციის ან დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, უშვილობის მკურნალობის უახლესი მეთოდებს და გარანტირებული შედეგებს ევროპის და აზიის წამყვან კლინიკებში, სპეციალურ პროგრამებს ბავშთა მკურნალობის და რეაბილიტაციისთვის ვიწრო სპეციალიზაციის პედიატრიულ და სარეაბილიტაციო ცენტრებში. მკურნალობისთვის სრულ სავიზო მხარდაჭერას

    პარტნიორი კლინიკები

    გერმანია, ავსტრია, შვეიცარია

    ფრაიბურგის, ვენის საუნივერსიტეტო კლინიკები

    more

    თურქეთი

    მემორიალი, აჯიბადემი, ფლორენცე, ლივ ჰოსპიტალი

    more

    ისრაელი

    სურასკი, შემერი, იხილოვის კლინიკა

    more

    მკურნალობის დაგეგმვა

    პირველადი ვიზიტი

    პაციენტს ჩვენთან მომართვისას სასურველია ქონდეს გამოკვლევები. ჩვენ გავაგზავნით პაციენტის მონაცემებს უცხოურ კლინიკაში.


    პასუხი კლინიკიდან

    მონაცემების გაგზავნის შემდეგ კლინიკიდან მოდის პასუხი მკურნალობის მეთოდების და სავარაუდო ღირებულების შესახებ.


    ვიზიტის დაგეგმვა

    ინიშნება ვიზიტის თარიღი, მზადდება დოკუმენტაცია და პაციენტს უცხოურ კლინიკაში ჩასვლისას ხვდება ცენტრის თანამშრომელი.

    more
  • შტუტგარტის ლაბორატორია

    ევროპის უდიდესი ლაბორატორიათა ქსელის,Synlab ის ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში

    უკლებლივ ყველა ანალიზი იგზავნება გერმანიაში. გაგაზავნა ხორციელდება გერმანული მხარის მონიტორინგით და საერთაშორისო გადამზიდავების მეშვეობით. პასუხები ინგლისურ და ქართულ ენაზეა. პასუხის ვადა საშუალოდ ერთი კვირაა

    more

    3000-ზე მეტი ანალიზი

    გინეკოლოგია

    სისხლის და ნაცხის სრული კვლევა, ბიოფსია

    more

    ენდოკრინოლოგია

    ჰორმონები, ფერმენტები, ნივთიერებები

    more

    ონკოლოგია

    იმუნოჰისტოქიმია, მორფოლოგია, მარკერები

    more

    ჰეპატოლოგია

    გენოტიპი, რაოდენობრივი, თვისობრივი

    more

    პედიატრია

    ალერგიული სინჯები, ტოლერანტობის ტესტები

    more

    ბიოქიმია

    სისხლში ნივთიერებების რაოდენობის დადგენა

    more

    ჩვენი კლინიკა

  • ღვიძლის ცენტრი ჰეპატიკო

    C ჰეპატიტის მკურნალობა

    სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. უფასო მედიკამენტები და 10% გამოკვლევებში

    ფიბროზის ხარისხის დადგენა

    უახლესი სიმენსის აპარატით. ანალოგი საქართველოში არ არსებობს. რაოდენობრივი, თვისობრივი ტესტები

    სხვადასხვა ჰეპატიტები

    ჩვენთან მუშაობენ ღვიძლის, ჰეპატოლოგიის წამყვანი ექიმები და სპეციალისტები. დამატებითი ინფორმაცია

    მხედველობის ცენტრი ოპტიკო

    ბავშვთა და მოზრდილთა ოფთალმოლოგიური კლინიკა

    მხედველობის პრობლემების დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი აპარატურით. ბავშვთა სიელმის არაოპერაციული კორექტირება სპეციალური მაღალეფექტური ვარჯიშებით. თვალის დაავადებების, კატარაქტების, გლაუკომების ოპერაციული მკურნალობა. ოფთალმოლოგიური კონსულტაციები

    more

    ჰეპატიტის პროგრამა

    ჰეპატიკო ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში

    აღნიშნული პროგრამით მედიკამენტები პაციენტებისთვის უფასოა, ხოლო გამოკვლევებში იხდის ღირებულების 10%-ს, მაქსიმუმ 48 ლარს


    ჩვენთან კონფიდენციალობა დაცულია

    პროგრამაში მოსახვედრად დარეკეთ ნომერზე 2305005, ჩაეწერეთ მიღებაზე. შემდეგ ჩაგიტარდებათ ლაბორატორიული კვლევები, ღვიძლის ფიბროზის განსაზღვრა. ბოლოს გაიცემა ფორმა 100, რასაც წარადგენთ კომისიაზე. გისურვებთ ჯანმრთელობას!

  • ჩვენი მისამართი

    ვაკე, ყიფშიძის 3 ბ. თბილისი 0160, საქართველო


    ტელეფონი: 2240303 ან 2305005

    0162 TBILISI, GEORGIA,
    3b Nikolioz Kipshidze Street, Tbilisi, Georgia.

    TELEPHONE:+995 32 2305005
    FAX:+995 32 2305005
    contact@globalmed.ge

    contact form

    useful links

  • საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის განყოფილებები და სტრუქტურა

    გადაუდებელი, ურგენტული მედიცინის განყოფილება. მიმართულებები: მიმართულებები: ონკოლოგია, ნეიროქირურგია, კარდიოქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, გასტროენტეროლოგია, ორთოპედია, ხელოვნური განაყოფიერება, პედიატრია, დერმატოლოგია, მეანობა/გინეკოლოგია, ჰეპატოლოგია, იმუნოლოგია, უშვილობის მკურნალობა, ნეიროონკოლოგია, ნეფროლოგია/დიალიზი, ოტოლარინგოლოგია, ოფთალმოლოგია, პლასტიკური ქირურგია, რადიოლოგია, რეაბილიტაცია/ფიზიოთერაპია, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ენდოკრინოლოგია. განყოფილების ექიმები მუშაობენ პაციენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზზე, ამზადებენ უცხოელ პარტნიორებთან გასაგზავნად, არჩევენ ოპტიმალურ კლინიკას და ქვეყანას დიაგნოზის შესაბამისად. მართავენ წინასწარ მოლაპარაკებებს საავადმყოფოებთან

    გერმანიის საუკეთესო საუნივერსიტეტო კლინიკის, ფრაიბურგის დისტანციური დიაგნოსტირების ცენტრი – ეს არის უნიკალური შანსი პაციენტებისთვის საქართველოდან გაუსვლელად მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია საუკეთესო გერმანელი პროფესორების მიერ. ჩვენი კლინიკა სპეციალური ხაზებით ჩართულია ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ქსელში, დამონტაჟებულია სპეციალური პირდაპირი ვიდეოტუნელი, რითაც ხდება მონაცემთა გაცვლა, პაციენტთა მონაცემები წინასწარ იგზავნება კლინიკაში და შემდგომ ტარდება ტელეკონფერენცია გერმანელ პროფესორთან შესაბამის მიმართულებით, რომელიც უშუალოდ გაესაუბრება პაციენტს და მის ექიმებს, დაუნიშნავს ყველა აუცილებლ პროცედურას და გამოკვლევას, ხოლო შემდგომ გააკონტროლებს მის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში, თუ პროფესორი აუცილებლად მიიჩნევს მკურნალობას ან დამატებით გამოკვლევებს გერმანიაში, უშუალოდ ფრაიბურგის კლინიკაში გერმანული მხარე უზრუნველყოფს ყველა შესაბამისი დეტალის მომზადებას და პაციენტის გერმანიაში მკურნალობას.

    საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის ოფიციალური პარტნიორები ევროპაში: გერმანია – ევროპის 30 ზე მეტი კლინიკა, მათ შორის ისეთი ცნობილი კლინიკები როგორიცაა ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა, მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა, ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკა, საფრანგეთი – სორბონას (პარიზი) საუნივერსიტეტო კლინიკა.ავსტრია – ვენის ცენტრალური ჰოსპიტალი. მკურნალობა გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში შესაძლებელია ნებისმიერ კლინიკაში, ცენტრის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე. ცენტრის მიერ პაციენტის გაგზავნა სამკურნალოდ ხდება ევროპული და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად.

    საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის ოფიციალური პარტნიორები აზიაში და ამერიკაში: ისრაელი – ისრაელის 15 საუკეთესო კლინიკა და სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის ისეთები, როგორიცაა შემერის სამედიცინო ცენტრი – ხაიფა, იხილოვის, ასსუტას, რაბინის კლინიკები – თელავივი და იერუსალიმი, ალინის ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრები. ამერიკა (აშშ) ჯონ ჰოპკინსის საუნივერსიტეტო კლინიკა. თურქეთი ფლორენცე ჯგუფი, აჯიბადემი, ანადოლუ, ამერიკული ჰოსპიტალი, ანკარის ცენტრალური კლინიკა.იაპონია ტოკიოს ონკოლოგიური ცენტრი. ჩინეთი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ცენტრი. მკურნალობა ისრაელში, თურქეთში, იაპონიაში, ამერიკაში შესაძლებელია ცენტრის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე.

  • სამედიცინო ჰოლდინგი გლობალმედი

    გლობალმედის პედიატრიული კლინიკა - საუკეთესო ექიმები პროფესორ ქეთევან ნემსაძის ხელმძღვანელობით. მკურნალობა მხოლოდ ევროპული მედიკამენტებით და არა მათი ანალოგებით. იდეალური სისუფთავე გერმანული სტანდარტების შესაბამისად. იზოლირებული პალატები, მუდმივი დეზინფექცია, რათა ბავშვებს დამატებით ინფექცია არ გადაედოთ. გადაუდებელი დახმარება ყველასთვის უფასო. სტაციონარში სამჯერადი კვება და სპეციალური ბავშვთა მენიუ, მომსახურებაში შედის ექიმების კონსულტაციები და სამედიცინო ზედამხედველობა, გამოკვლევები, მათ შორის რენტგენით, მედიკამენტები. სოციალურად დაუცველთათვის სტაციონარი უფასოა, სტანდარტულად კი მხოლოდ 44 ლარი ღირს. საუკეთესო ექოსკოპიის და რენტგენის აპარატი, სპეციალურად ბავშვთა უსაფრთხო კვლევებისთვის. ტელეხიდები პარტნიორ ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებთან.

    ანალიზების გაგზავნა გერმანიაში გამოკვლევის ან გადამოწმების მიზნით Synlab Lab Services GmbH – გერმანული ხარისხი, სისწრაფე და რაც მთავარია, მისაღები ფასები. ანალიზების გაგზავნა ხდება უმკაცრესი ნორმების დაცვით. ლაბორატორია მდებარეობს შტუტგარდში (გერმანია), ხოლო სინლაბის ლაბორატორიათა ქსელი საუკეთესოა ევროპაში. ანალიზების გაგზავნა გერმანიის საუკეთესო ლაბორატორიაში გამორიცხავს ყველა სავარაუდო შეცდომას. რაც მთავარია, ლაბორატორიის პასუხი მისაღებია მსოფლიოს ნებისმიერი კლინიკისთვის და დამატებით არ უწევს პაციენტებს მისი გაკეთება უცხოეთში მკურნალობის შემთხვევაში. მასალის გადაგზავნა ხდება საერთაშორისო ნორმების დაცვით

    იმუნიზაციის განყოფილება გთავაზობთ: ბავშვთა გეგმიურ აცრებს როგორც უფასო, ასევე ფასიანი ვაქცინებით, ცოფის საწინააღმდეგო უფასო აცრებს 24 საათის განმავლობაში. ტეტანუსის საწინააღმდეგო უფასო აცრებს 24 საათის განმავლობაში. ჭრილობის ქირურგიულ დამუშავებას. იმუნიზაციის განყოფილება მომსახურებას გაუწევს როგორც პატარებს, ასევე დიდებს.

    კლინიკის დიაგნოსტიკური განყოფილება და ამბულატორია გთავაზობთ კვლევებს რენტგენის და ექოსკოპიის აპარატებზე, ასევე ლაბორატორიულ ანალიზებს ადგილობრივ ლაბორატორიაში. ამბულატორიის ექიმები გაუწევენ პატარებს კონსულტაციებს. შესაძლებელია ექიმის ბინაზე გამოძახებაც

    კლინიკის ქირურგიული და ყელ-ყურის განყოფილება ატარებს ოპერაციებს უახლესი ტიპის საოპერაციო ბლოკებში სტერილიზაციის მაღალი სტანდარტებით. ტარდება ერთობლივი ოპერაციები გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად

    დისტანციური დიაგნოსტირების განყოფილება ატარებს ტელეხიდებს ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებტან ერთად

    მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი, ვაკე, ყიფშიძის 3 ბ. ტელ 2240303 ან 2305005. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი პატარების ჯანმრთელობისთვის!